„სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების აგრესია, პირდაპირი გაგებით, ტერორისტული აქტი იყო" - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

 ირანული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ღამით ისრაელი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, კატარი და იორდანია გახდა. დაიბომბა ისრაელის რამდენიმე ქალაქი, ვრცელდება ინფორმაცია 20-ზე მეტი დაშავებულის შესახებ. ირანის სამიზნე გახდა დუბაის აეროპორტი და სასტუმრო, ასევე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბაჰრეინში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ისმაილ ბაღქიმ, აშშ-ისა და ისრაელის ქმედებები ტერორისტულ აქტს შეადარა.

"სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების აგრესია, პირდაპირი გაგებით, ტერორისტული აქტი იყო. ჩვენ არავის ვესხმით თავს. ირანი ამერიკული აგრესიისგან იცავს თავს, რომელიც რეგიონში თავის ბაზებს და რეგიონის ქვეყნების ტერიტორიებს ბოროტად იყენებს. შესაბამისად, წერტილები, რომელიც ჩვენ სამიზნეში ამოვიღეთ, ვერ ჩაითვლება ამ ქვეყნების ტერიტორიებად," - განაცხადა ისმაილ ბაღქიმ.