ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილეს თუ არა მხარეებმა პეკინის მხარდაჭერა ირანისადმი, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთისგან მნიშვნელოვანი პირობა მიიღო.
„მან [სი ძინპინმა] თქვა, რომ ჩინეთი არ აპირებს ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა“, - განაცხადა ტრამპმა.
თუმცა, პრეზიდენტის თქმით, სამხედრო სფეროსგან განსხვავებით, ჩინეთი ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას არ გეგმავს. ტრამპის განმარტებით, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ირანული ნავთობის მსხვილი მომხმარებელია და ამ თანამშრომლობის გაგრძელება სურს.
Q: Did you discuss China's support for Iran with Xi?
— Clash Report (@clashreport) May 14, 2026
Trump: He said he's not gonna give military equipment. That's a big statement.
But at the same time, he said they buy a lot of their oil there, and they'd like to keep doing that.pic.twitter.com/bpoBVXvW39