ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს
1789242412
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელმაც შესაძლოა მთავრობაში პირველად მოიყვანოს ულტრამემარჯვენე პარტია ან ქვეყანა იმ ლიბერალიზმს დაუბრუნოს, რომლითაც ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ცნობილი, - წერს Reuters-ი.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს შვედეთის მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე ეროვნული პარლამენტის 349 დეპუტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ასარჩევად მიდიან. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, ეგზიტპოლის შედეგები კი უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდება.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავს მემარჯვენე უმცირესობის მთავრობა, რომელიც „თიდოს კოალიციის“ პარტიებმა ჩამოაყალიბეს - მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერით. ეს უკანასკნელნი მინისტრთა პორტფელებს არ ფლობენ, თუმცა პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.
მოქმედი პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი წარმოადგენს პარტია „ზომიერებს“ რომელსაც მთავრობაში მინისტრთა უმრავლესობა ჰყავს, მაშინ როცა ლიბერალებს - 11, ქრისტიან-დემოკრატებს 6 მინისტრი ჰყავთ.
ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური პარტიების ბლოკი მმართველი კოალიციის ბლოკს მცირედი უპირატესობით უსწრებს.