1753907905
შესაძლოა, 2050 წლისთვის ღვიძლის სიმსივნის შემთხვევები გაორმაგდეს - რა არის ამის მიზეზი

მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით ღვიძლის სიმსივნემ, შესაძლოა, ორჯერ მეტი ადამიანი დააავადოს. ისინი ამბობენ, რომ იმედი მაინც არსებობს, რადგან რამდენიმე ისეთი რიკ-ფაქტორია, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია.
ღვიძლის სიმსივნე ამ ონკოლოგიური დაავადების მეშვიდე ყველაზე გავრცელებული და მესამე ყველაზე მომაკვდინებელი ფორმაა. გამოცემა Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევისმიხედვით, თუ მისი შემთხვევების მატება ამ ტემპით გაგრძელდება, ყოველწლიური მაჩვენებლები 870 000-დან 1.55 მილიონამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე საუკუნის შუა პერიოდისთვის აღნიშნულ დაავადებას 1.37 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.
ამის მიუხედავად, ავტორები ამბობენ, რომ 5-იდან 3 შემთხვევა პრევენციას ექვემდებარება. ამისთვის ალკოჰოლის მიღება უნდა შევამციროთ, ვირუსული ჰეპატიტით ინფიცირება ავიცილოთ თავიდან და ღვიძლის გაცხიმოვნებას ხელი არ შევუწყოთ. აქედან ყველაზე საშიში რისკ-ფაქტორი B და C ჰეპატიტებია, რომლებიც, პროგნოზის თანახმად, მომავალშიც ასე შენარჩუნდება.
B ჰეპატიტისგან თავდასაცავად ვაქცინაა ხელმისაწვდომი, რომელიც ბავშვს დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში უკეთდება. სამწუხაროდ, ის მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნებში ნაკლებად გავრცელებულია, მაგალითად, სუბსაჰარულ აფრიკაში. თუკი სიტუაცია არ გამოსწორდება, ამ ვირუსით სიკვდილიანობა 2015-30 წლამდე 17 მილიონს მიაღწევს.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ნავარაუდებია, რომ 2050 წლისთვის ამ მიზეზით ღვიძლის სიმსივნის შემთხვევების 21% იქნება გამოწვეული. ეს 2022 წლის მაჩვენებლებს 2%-ზე მეტით აღემატება. კვლევის მიხედვით, სიმსუქნით გამოწეული შემთხვევები 11%-ით მოიმატებს, ანუ დაახლოებით იმავე პროცენტულობით გაიზრდება, როგორც წინა.
ავტორები დაუყოვნებლივი გლობალური ქმედების აუცილებლობას უსვამენ ხაზს და, რათა ამ დაავადების დროული პრევენცია შევძლოთ.