სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ში ინფორმაციის პრაქტიკული შენახვა ჯერ კიდევ მიუღწეველია, ჩინელმა მკვლევრებმა შექმნეს დნმ-ის კასეტა, რომელიც თეორიულად ყველა მუსიკალური ჩანაწერის დატევას შეძლებს.
სინგიუ ჯიანგი, ბიომედიცინის ინჟინერიის პროფესორი გუანდუნის სამხრეთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტიდან, კოლეგასთან ერთად ცდილობდა კლასიკური კასეტის დიზაინი დაეკავშირებინა დნმ-ზე დაფუძნებულ საცავთან, რათა შეექმნა მონაცემთა შენახვის გრძელვადიანი და საიმედო სისტემა.
ამით მკვლევრებმა ციფრული მონაცემების შენახვის მომავალი წარმოაჩინეს. კასეტით შთაგონებული დიზაინი სინთეზურ დნმ-ის მოლეკულებს გრძელ პლასტმასის ლენტზე ინახავს. ჯიანგი განმარტავს, რომ გუნდმა დნმ-ის ბაზების - A, T, C და G - თანმიმდევრობები დააგენერირა, რათა კასეტაზე ციფრული ფაილები გადაეტანა.
დნმ-ის კასეტას შეუძლია დაყოს ინფორმაცია ძალიან ბევრ პატარა ნაწილად (როგორც ფაილების სექციებად), და წამში დაახლოებით 1 570 ასეთი ნაწილი ამუშაოს. დნმ-ზე მოთავსებული ინფორმაცია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ლენტად. სწორედ ამ ლენტებზე ინახება ინფორმაციის მრავალი ასლი, რომელიც ასობით წლის განმავლობაში უვნებელი იქნება.
მკვლევრებმა ასევე შექმნეს დნმ კასეტის "დისკი", რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ინახავს არასრული სურათების ფრაგმენტებს ხელმისაწვდომ მონაცემთა განყოფილებებში. დისკს შეუძლია აღდგენა, წაშლა და სხვა ოპერაციების შესრულება სინთეზირებული დნმ-ის ძაფებზე 50 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება სურათის სრულად აღდგენას, ეს შემდეგი თაობის დნმ-ის სეკვენირებისა და გაშიფვრის ტექნოლოგიებს საჭიროებს.
დნმ-ის კასეტა იყენებს გრძელ პლასტიკურ ლენტს, რომელშიც ჩაშენებულია სინთეზური დნმ-ის მოლეკულები, ხოლო ზეოლითური იმიდაზოლატის "ჯავშანი" იცავს დნმ-ის მყიფე ბმებს დაშლისგან. მისი საერთო ტევადობა 36 პეტაბაიტია, რაც საკმარისია 3 მილიარდზე მეტი სიმღერის შესანახად, თუ თითო სიმღერა 10 მეგაბაიტს იკავებს.
ვლევაში აღნიშნულია, რომ დნმ წარმოუდგენლად მაღალ მონაცემთა სიმჭიდროვეს გვთავაზობს — დაახლოებით 455 ექსაბაიტი თითო გრამზე - და შეიძლება იყოს ალტერნატიული მონაცემთა შენახვის საშუალება.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მონაცემების შენახვის საჭიროება სწრაფად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს დნმ-ში ძალიან დიდი ინფორმაციაა შენახული და ეს მიკროსკოპულ დონეზე ხდება. ეს ინფორმაცია წიგნში რომ გადმოვიტანოთ, მილიონობით ფურცელი დაგვჭირდება. დიდი მონაცემების სამყაროში დნმ შეიძლება ინფორმაციისა და მონაცემების კომპაქტურ სივრცეში შენახვის საშუალებად იქცეს.
ჩვენი დნმ ერთგვარი "გენეტიკური ენაა" და მისი შესწავლით სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება - მათ შორის, ციფრული ინფორმაციის დნმ-ში შენახვის კუთხით.