რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი
1770132891
სავაჭრო საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
შეფჩოვიჩმა სამშაბათს ევროკომისიის პრესსპიკერის მეშვეობით განცხადება გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას „არასოდეს ჰქონია პირდაპირი თუ ირიბი კავშირი, კომუნიკაცია ან შეხვედრა ჯეფრი ეპშტეინთან“.
გამოცემა POLITICO-მ შეისწავლა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების დასტა და შეფჩოვიჩის შესახებ სამი ჩანაწერი აღმოაჩინა, თუმცა ეპშტეინთან მისი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იპოვა.
მიმოწერები შედგა ეპშტეინსა და დაუდგენელ პირს შორის და ეხებოდა შეფჩოვიჩის 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიას სლოვაკეთში, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც მან კანდიდატურა წარადგინა.