საუდის არაბეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ დაიხურა

საუდის არაბეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

კომპანია Aramco-მ, საუდის არაბეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა, დრონებით თავდასხმის შემდეგ შეაჩერა, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მცირე ხანძარი გაჩნდა, რაც ობიექტთან ორი დრონის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევებმა გამოიწვია. წყაროების ცნობით, ხანძარი კონტროლის ქვეშაა. Aramco-ს პრესსამსახურს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

Bloomberg-ი წერს, რომ დიზელის საწვავის მთავარი მიმწოდებელი ქარხნის დახურვის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, ბენზინის ნავთობის ფიუჩერსები გაიზარდა. წყაროების ცნობით, Aramco-მ, ორშაბათს, დღეში 550 000 ბარელის სიმძლავრის რას ტანურას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სიფრთხილის მიზნით დახურა, სანამ ზარალი შეფასდება.