საცხოვრებლად, მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები დასახელდა - 2026 წლის ათეული

კოპენჰაგენი

მსოფლიოში წლიდან წლამდე ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ერთი რამ მუდმივი რჩება: როცა საქმე საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქის დასახელებას ეხება, პირველი ადგილისთვის თითქმის ყოველთვის ვენა და კოპენჰაგენი იბრძვიან. წელს ეს დაძაბული შერკინება დანიის დედაქალაქის გამარჯვებით დასრულდა.

მესამე ადგილი ამ მხრივ ავსტრალიის ქალაქმა, მელბურნმა დაიკავა, რომელიც გასული წლის შემდეგ, ჩამონათვალში ერთი პოზიციით დაწინაურდა. მეოთხე და მეხუთე პოზიციებს სიდნეი და ციურიხი ინაწილებენ. რაც შეეხება ათეულის სხვა წევრებს მათი, სია ასე გამოიყურება: ოსაკა, ადელაიდა, ვანკუვერი და ტოკიო.

ბრიტანელმა კვლევითმა მედია-ორგანიზაციამ 173 ქალაქი შეისწავლა. საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების სიას ისინი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ადგენენ, როგორებიცაა: სტაბილურობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, ცხოვრების ხარისხი, ეკონომიკა, სამუშაო პირობები, ადამიანის უფლებები და თავისუფლება. სპეციალისტები თითოეულ მათგანს ოფიციალური ინფორმაციისა და სტატისტიკის შესაბამისად აფასებენ. შემდეგ კი ქულას ანიჭებენ.