ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
მიხაილო დრაჰომანოვის სახელობის უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია 31 წლის სტუდენტის, დმიტრო ისაენკოს ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. ის 17 ივნისის ღამეს, კიევში, სოლომიანსკის რაიონში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დმიტროს მშობლებმა მთელი დღე სახლის ნანგრევებში გაატარეს და იმედი ჰქონდათ, შვილს ცოცხალს იპოვიდნენ. მათი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
დმიტრო ისაენკო ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ჯანმრთელობის ფაკულტეტის პირველი კურსის მაგისტრანტი იყო.
„ეს არის ბიჭი, რომლის ბედსაც მთელი ქვეყანა აკვირდებოდა, მაგრამ სასწაული არ მომხდარა. დმიტრო კარგი მეგობარი იყო, ღირსეული შვილი, შთამაგონებელი ადამიანი... ის ცხოვრობდა, სწავლობდა, სჯეროდა სიცოცხლის - სანამ ომმა არ წაართვა“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.