სამხედრო წვრთნები ბერლინის მეტროში - ბუნდესვერის საპატიო ყარაულის 250-მა სამხედრომ პრაქტიკა ურბანული ბრძოლის გარემოში გაიარა

სამხედრო წვრთნები ბერლინის მეტროში

სამხედრო წვრთნები ბერლინის მეტროში - ბუნდესვერის საპატიო ყარაულის 250-მა სამხედრომ პრაქტიკა ურბანული ბრძოლის გარემოში გაიარა. ჯარისკაცებმა სწავლებისას ბრძოლის სიმულაცია დივერსანტებთან აწარმოეს, რომლებიც, გაწერილი სცენარის მიხედვით, მატარებელს დაესხნენ თავს. სცენარის მიხედვით, განხორციელდა დაშავებულების ევაკუაციაც.

საპატიო ყარაულის ბატალიონი 1000 სამხედროს ითვლის. მათ უცხოელი სტუმრების დახვედრა ევალებათ, თუმცა, კრიზისის შემთხვევაში, ვალდებულია სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა უზრუნველყოს.