სამხედრო ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ - გრენლანდიის პრემიერი

გრენლანდიის პრემიერი

ტრამპი იმეორებს, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია უსაფრთხოებისთვის სჭირდება და აცხადებს, რომ ვაშინგტონი ამ მიმართულებით ისეთ გეგმას შეიმუშავებს, რომლითაც ნატოც კმაყოფილი იქნება.

ტრამპის მუქარების ფონზე მოსახლეობა და ხელისუფლება კუნძულზე ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო შეჭრისთვის უნდა მოემზადოს - განცხადება გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

"უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა დანიასთან, ნატოსთან და რა თქმა უნდა, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან. სამხედრო ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული. მეორე მხარის ლიდერმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს არ გამოირიცხება. ამიტომ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ გრენლანდია დასავლური ალიანსის, ნატოს ნაწილია და თუ შემდგომი ესკალაცია მოხდება, ამას მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის შედეგები მოჰყვება", - აცხადებს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი.