ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი წარუდგინა

ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი, ლაშა ბენდელიანი წარუდგინა.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესების გზები, მათ შორის პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილების თვალსაზრისით.

ასევე, განიხილეს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოებისთვის სწრაფი და დროული მობილიზების საკითხები, შესრულებული სამუშაოების კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

მერმა აღნიშნა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი სამსახურების უშუალო და დროულ ჩართულობას, რათა პრობლემები უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას.