ესპანეთში ორი მასშტაბური სარკინიგზო ავარიის შემდეგ, რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ

ესპანეთში ორი მასშტაბური სარკინიგზო ავარიის შემდეგ, რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამის შესახებ განცხადება რკინიგზელთა პროფკავშირებმა გაავრცელეს.  პროფკავშირები თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს და რკინიგზის ქსელის სანდოობის უზრუნველყოფას ითხ

ესპანეთში ორი მასშტაბური სარკინიგზო ავარიის შემდეგ, რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამის შესახებ განცხადება რკინიგზელთა პროფკავშირებმა გაავრცელეს.

პროფკავშირები თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს და რკინიგზის ქსელის სანდოობის უზრუნველყოფას ითხოვენ.

როგორც პროფკავშირების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ასევე მოითხოვენ, ესპანეთში ბოლო დღეებში მომხდარი სარკინიგზო შემთხვევების გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

ამასთან, პროფკავშირები მიმართავენ დასაქმებულთა იმ ნაწილს, რომლებიც ავარიების შემდეგ მძიმე ემოციური მდგომარეობაშია, ამის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობონ, ხოლო მემანქანეებმა სამსახურის დაწყებამდე მოითხოვონ მარშრუტის უსაფრთხოების მყარი გარანტიები.

როგორც მედია წერს, პროფკავშირების მიერ გამოცხადებული გაფიცვაში რკინიგზაში დასაქმებული ყველა პირი ჩაერთვება.

ცნობისთვის, ესპანეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორი მასშტაბური სარკინიგზო ავარია მოხდა. ქალაქ კორდობასთან ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 170-მდე პირი კი დაშავდა.

ასევე, გუშინ ღამით ბარსელონასთან სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა, სულ მცირე, 20 ადამიანი.