ცნობილია, თანხა, რომელიც პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მოგებით გამოიმუშავა
1748726665
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საზღვარგარეთ თავის საკონსულო მისიებს მისცა განკარგულება, გაამკაცრონ ვიზის მიღების მსურველთა შემოწმება, რომელთა ვიზიტი, ნებისმიერი მიზნით, ჰარვარდის უნივერსიტეტს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.
წერილებში, რომლებიც 30 მაისით თარიღდება და დაეგზავნა აშშ-ის ყველა დიპლომატიურ და საკონსულო მისიას, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ავალებს პერსონალს, დამატებითი შემოწმება ჩაუტარონ ვიზის მიღების მსურველებს, რომლებიც ჰარვარდის უნივერსიტეტში აპირებენ გამგზავრებას ნებისმიერი მიზნით.
აღნიშნული განკარგულება ეხება მომავალ პოტენციურ სტუდენტებს, პედაგოგებს, თანამშრომლებს, კონტრაქტორებს, მიწვეულ სპიკერებსა და ტურისტებს.
წერილში ნათქვამია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ვერ შეინარჩუნა სასწავლო დაწესებულებაში ძალადობისა და ანტისემიტიზმისგან თავისუფალი გარემო, ამიტომ გამკაცრებული შემოწმება დაეხმარება საკონსულოს ოფიცრებს, გამოავლინონ აპლიკანტები ანტისემიტური დევნისა და ძალადობის წარსულით. განკარგულება ასევე ავალებს საკონსულოს თანამშრომლებს, საეჭვოდ მიიჩნიონ აპლიკანტი, თუ მისი სოციალური ქსელების გვერდი დახურულია.