14 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1786639222
სახელმწიფო დეპარტამენტი უარს ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის ინსტრუქციებზე, რომლებიც დიპლომატიურ პერსონალს უცხოელ ოფიციალურ პირებსა და მთავრობებთან ურთიერთობისას მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის (DEIA) პროგრესული დღის წესრიგის გატარებას ავალდებულებდა, - წერს ტელეკომპანია Fox News.
„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკელი დიპლომატების მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა „ვოუქ“ პოლიტიკური დოგმების ერთგულების დემონსტრირება“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტომი პიგოტმა Fox News Digital-ს.
Fox News Digital-ის მიერ მოპოვებული ბაიდენის პერიოდის ოფიციალური დოკუმენტები მოწმობს, რომ წინა ადმინისტრაცია თანამშრომლებს უცხოელ კოლეგებთან მაღალი დონის დისკუსიებსა და ორმხრივ დიალოგებში ამ იდეოლოგიის გატარებისკენ მოუწოდებდა.
გარდა ამისა, წინა პრეზიდენტის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტი კადრების დაწინაურებისა და სამსახურებრივი შეფასებისას ითვალისწინებდა, თუ რამდენად ეფექტიანად ახორციელებდა პერსონალი DEI პოლიტიკას.
Fox News Digital-მა დაადასტურა, რომ ტრამპის სახელმწიფო დეპარტამენტში თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისას აღნიშნული კრიტერიუმები უქმდება.