ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს
1750712039
საფრანგეთში ჩატარებული მუსიკის ეროვნული ფესტივალის 150-მდე დამსწრეს -რომელთაგან ბევრი თინეიჯერი გოგონაა - შაბათს თავდამსხმელებმა ინექცია გაუკეთეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ შემაშფოთებელ დანაშაულთან დაკავშირებით 12 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
ადგილობრივი და ეროვნული სამართალდამცავები იძიებენ ამ უჩვეულო თავდასხმების ტალღას, რომელშიც შპრიცებით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა უცნობი შემცველობის ნივთიერებები 145 ადამიანს შეუყვანეს სხეულში "Fêtes de la Musique"-ზე — მსოფლიო მუსიკის დღის ზეიმზე, რომელიც მთელი საფრანგეთის მასშტაბით იმართებოდა. რამდენიმე მსხვერპლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პირველი თავდასხმის შესახებ პოლიციას აცნობეს შაბათს, საღამოს 9:15 საათზე, ქალაქ მეცში, Rue du Palais-ზე, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში — ნათქვამია ქალაქის მერის, ფრანსუა გროსდიდიეს განცხადებაში.
„ერთ-ერთი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, სამართალდამცავებმა მისი დაკავება ქუჩის სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლეს," - ამბობს გროსდიდიე.
„მუნიციპალურმა პოლიციამ ის Rue Serpenoise-ზე ამოიცნო, დააკავა და გადასცა ეროვნულ პოლიციას და იუსტიციის დეპარტამენტს," - დასძინა მან. "იმედი მაქვს, რომ გამოძიება, განსაკუთრებით მისი მობილური ტელეფონის გამოკვლევის მეშვეობით, გამოავლენს სხვა თავდამსხმელებსაც."
გროსდიდიეს თქმით, მეხანძრე-მაშველები სწრაფად რეაგირებდნენ თითოეულ შემთხვევაზე —სწორედ მათ გაგზავნეს შვიდი სასწრაფო დახმარების მანქანა და დაშავებულებისთვის დროებითი დახმარების პუნქტი მოაწყვეს Place d’Armes-ზე.
საფრანგეთის ოფიციალური პირები წლევანდელ Fêtes de la Musique-ზე უპრეცედენტო რაოდენობის დამსწრეებს ელოდნენ. ეს უფასო მუსიკალური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება ზაფხულის მზებუდობის დღეს.
ფესტივალი აერთიანებს როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მუსიკოსებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში - მათ შორის პარკებსა და ქუჩებში - გამოდიან. ოფიციალური პირების შეფასებით, მხოლოდ მეცში კონცერტებს დაახლოებით 50,000 ადამიანი დაესწრო, ხოლო პარიზში "დაუჯერებელი რაოდენობის" ხალხი შეიკრიბა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 145-მა ადამიანმა განაცხადა, რომ შპრიცით ინექცია გაუკეთეს, ხოლო პარიზის პოლიცია დედაქალაქში 13 მსგავს შემთხვევას იძიებს.
Le Monde-ის ცნობით, ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, შეიცავდა თუ არა შპრიცები
ე.წ. "date-rape" ანუ პაემნებზე გაუპატიურების მიზეზით გამოყენებად ნარკოტიკებს, როგორებიცაა როჰიპნოლი ან GHB - ნივთიერებები, რომლებსაც სექსუალური მოძალადეები იყენებენ იმისთვის, რომ ქალები და გოგონები დაუცველები გახადონ.
კვირის მდგომარეობით, სულ მცირე სამმა ადამიანმა განაცხადა, რომ თავი შეუძლოდ იგრძნო მას შემდეგ, რაც შპრიცით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ინექცია გაუკეთეს.
ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს
1750712039