1758568351
საფრანგეთმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკრონის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არის „ჰამასის“ დამარცხება.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია ღაზაში ომის დასრულების ლოდინი. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რადგან დროა, გავათავისუფლოთ მძევლები, შევაჩეროთ ომი და ხოცვა-ჟლეტა. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს ნაადრევია, ზოგმა თქვას, რომ დაგვიანებულია, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ჩვენ აღარ შეგვიძლია ლოდინი“, – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს მძევლები და დაგმო 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმა. მან ასევე განაცხადა, რომ სურს რეგიონში მშვიდობა ორი სახელმწიფოს გვერდიგვერდ ცხოვრებით.
„არაფერი არ ამართლებს მიმდინარე ომს“, – ამბობს მაკრონი.