შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1791309981
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა „ეკოლოგ“ დეპუტატს, ბენჟამენ ლუკასს უპასუხა და განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა და მოქმედება „ყოველთვის პროპორციულად ხორციელდება“.
„როდესაც ამბობთ, რომ შიდა უსაფრთხოების ძალები ომის იარაღს იყენებენ, ეს სრული აბსურდია. ეს არის არალეტალური იარაღი. შეწყვიტეთ ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა“, - მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატს.
ნუნიესმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება წესრიგის დაცვას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ წესრიგის შენარჩუნებას და ჩარევას ყოველ ჯერზე, როდესაც ძალადობას ექნება ადგილი - ყოველთვის პროპორციულობის ფარგლებში“, - დასძინა მინისტრმა.