რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ საჯარო მოხელეების საყოველთაო გაფიცვის გამო, მარსელისა და პარიზის მთავარ აეროპორტში რამდენიმე ფრენის გაუქმება მოითხოვა.
გამოცემა „როიტერი“ საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელ ორგანოზე დაყრდნობით წერს, რომ ბრძანების თანახმად პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან 20:00 საათამდე ფრენების 5% გაუქმდება.
ფრენების გაუქმების ბრძანება გაიცა მარსელის აეროპორტზე. როგორც ცნობილია, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან 00:00 საათამდე მარსელის აეროპორტში ფრენების 25% გაუქმდება.
უწყებამ დაამატა, რომ მოძრაობა შესაძლოა შეფერხდეს ნანტის, სტრასბურგის, ლიმოჟის, ლურდის და პოს რეგიონულ აეროპორტებშიც.