ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
საფრანგეთის ქალაქებში დღეს ასობით ათასი მომიტინგის მსვლელობა გაიმართება, ასევე მოსალოდნელია საჯარო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა.
„ეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის მორიგი გამოცდაა“, – წერს „როიტერი“.
გავრცელებული ინფორმაციით, აქცია პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, რომელშიც მონაწილეობას მემარცხენე CGT და სტუდენტები მიიღებენ.
„ჩვენ უკიდურესად ფხიზლად ვართ, რადგან 17 ოქტომბრის მოვლენების განმეორება დაუშვებელია“, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შიდა უსაფრთხოების სამსახური დემონსტრაციებში 500 000-დან 700 000-ამდე ადამიანის გამოსვლას პროგნოზირებს.
აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ეხება საცხოვრებელ ხარჯებსა და საგანმანათლებლო სექტორს.