„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
საფრანგეთი, დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
დღეს, 10:10 6
საფრანგეთის ხელისუფლება, დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. იუსტიციის მინისტრმა პროკურატურას დაავალა, არეულობაში ბრალდებულებისთვის დამატებითი სასჯელის სახით მოითხოვონ სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა, საარჩევნო უფლების ჩამორთმევა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი ქვეყნიდან გააძევონ.
ბოლო დღეებში, დემონსტრაციების დროს მომხდარი ძალადობის და ძარცვის ფაქტებზე ქვეყნის მასშტაბით სულ 2 700 პირი დააკავეს. ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, შაბათს ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები შეიზღუდება გამონაკლისი მხოლოდ ოფიციალური პროფკავშირების ორგანიზებული მსვლელობებია. დემონსტრაციები სრულად აიკრძალა დიდ ქალაქებში. ღამით მოქმედებს კომენდანტის საათი.
შეგახსენებთ, საფრანგეთში, განათლების რეფორმის მოთხოვნით, აქციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ქალაქების ქუჩებში მომხდარი შეტაკებების შედეგად, ასობით მოსწავლე, სტუდენტი, პედაგოგი და სამართალდამცველი დაშავდა.