საფოსტო წერილი ადრესატთან 27 წლის დაგვიანებით მივიდა

ფოსტა

საფოსტო წერილი ადრესატთან 27 წლის დაგვიანებით მივიდა. როგორც ირკვევა, ინგლისში მცხოვრებ ალფი მელიალს წერილი ყოფილი პარტნიორის დედამ 1997 წელს გაუგზავნა. სამეფო ფოსტა ბოდიშს უხდის 60 წლის ქალს და ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ "ყველაფერს აკეთებს დაგვიანებული წერილების მიწოდებისთვის".

ზუსტად დაუდგენელია, რა გზა გაიარა წერილმა გასული 27 წლის განმავლობაში, თუმცა ცნობილია, რომ ბოლოს, 1 თვის წინ, ის მელიალის ყოფილ საცხოვრებელ მისამართზე დატოვეს. როგორც ქალი იხსენებს, წერილი ზუსტად მას შემდეგაა გაგზავნილი, რაც იგი 1997 წელს თავის მაშინდელ შეყვარებულს, მენდის დაშორდა.

მენდის დედა, ეილინი, წერილში დაშორების გამო მწუხარებას გამოთქვამს და იმედს იტოვებს, რომ ისინი მეგობრებად მაინც დარჩებიან.

„თავიდან მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. ვერ ვიჯერებდი 27-წლიან დაგვიანებას. როდესაც წერილის ავტორის ვინაობა დავინახე, გული ამიჩუყდა და დავაფასე, რომ ჩვენი ურთიერთობის გასავითარებლად დიდი ხნის წინ მან თავის წილი ძალისხმევა გაიღო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ხელნაწერი მაინც ჩემამდე მოვიდა", - ამბობს ალფი.

როგორც ირკვევა, რაც მელიალის სახლის ახალმა მცხოვრებლებმა სამეფო ფოსტას შეატყობინეს, რომ იგი ადგილზე აღარ იმყოფებოდა, სისტემაში მისი ახალი მისამართი გადამოწმდა. სწორედ ასე აღმოჩნდა 27 წლის დაგვიანებული წერილი ადრესატთან.