საფლავების მომვლელებს შორის საფლავის გამო დაწყებული ჩხუბი ფატალურად დასრულდა - (რუსეთი)

დასაფლავება

კარელიის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბესოვეცის სასაფლაოზე რიტუალური მომსახურების სფეროს ორ თანამშრომელს შორის მომხდარი ჩხუბი ფატალურად დასრულდა.

ინციდენტის ორივე მონაწილე 38 წლისაა. მათ შორის დაპირისპირება საფლავის გამო დაიწყო. ერთ-ერთი მამაკაცი ოპონენტს დანით დაესხა თავს, მიყენებული ჭრილობების შედეგად კი დაზარალებული ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. კარელიის საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მომხდარის სხვა გარემოებები დგინდება.