დაყარეთ მარილი ზღურბლზე და დააკვირდით ცვლილებებს ცხოვრებაში - სპეციალისტის რჩევა
1785697928
საბერძნეთში ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობისას ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულები არიან დანიელი პილოტი და ბერძენი სახანძრო სამსახურის ოფიცერი. მეორე ვერტმფრენში მყოფი ბრიტანელი პილოტი და ბერძენი კოორდინატორი კი გადარჩნენ. ათენიდან დაახლოებით 65 კილომეტრში მომხდარი ავიაკატასტროფის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ ეჯახება Bell-ის ტიპის ერთ-ერთი ვერტმფრენი მეორე ვერტმფრენის როტორს. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთ ვერტმფრენს ცეცხლი ეკიდება და ხევში ვარდება, ხოლო მეორე ავარიულ დაშვებას ახერხებს.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, ავსტრალიური კომპანია McDermott Aviation-ისგან იჯარით აღებული Bell-ის ტიპის ორი ვერტმფრენი ერთმანეთს მაშინ შეეჯახა, როდესაც ატიკა-ბეოტიის საზღვარზე გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ავიაკატასტროფის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.