ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა! - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია
1780777851
საბერძნეთის კუნძულ ევიაზე, რომელიც ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ზედიზედ 4.3-დან 5.2 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრები დაფიქსირდა. სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ცნობით, ბიძგებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ ევიაში მომხდარმა მიწისძვრამ, საგზაო ქსელზე მცირე მეწყერი გამოიწვია და რამდენიმე სახლი მცირედით დააზიანა.
ამასთან, მიწისძვრა იგრძნობოდა საბერძნეთის დედაქალაქშიც, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს.
მეცნიერების განცხადებით, კუნძულის ჩრდილოეთით, სადაც სოფლებია განლაგებული, სეისმური აქტივობა ნორმალურია და სერიოზული შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ხელისუფლება სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.