ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
რუსეთში, რიაზანის რეგიონში დრონებით მასშტაბური თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა განაცხადა.
„ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
რიაზანის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ ზიანი მიადგა რეგიონის სხვა ობიექტში არსებულ საწყობსა და მანქანებს.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
მალკოვმა აღნიშნა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ და საჰაერო თავდასხმის შედეგად მიყენებულ ზარალს აფასებენ.
მანამდე, რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით, რიაზანის ოქტიაბრსკის და სოვეცკის რაიონების ნაწილის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა გაუქმდა.