რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

რუსეთში, კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, სეისმოლოგებმა 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირეს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის ფედერალური კვლევითი ცენტრის კამჩატკის ფილიალი ავრცელებს.

ბიძგები პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 155 კმ-ში, 17 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.