რუსეთმა სუმის ოლქში საცხოვრებელ სახლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია სამი ადამიანი - მედია

სუმის ოლქი

მედიის ცნობით, რუსეთმა სუმის ოლქში საცხოვრებელ სახლზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა. იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

„ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს შოსტკის რაიონის ზნობ-ნოვგოროდის დასახლებაში საცხოვრებელ სახლზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 წლის ბიჭი, მისი 36 წლის მამა და 73 წლის ბებია“, – აღნიშნულია სუმის ოლქის პროკურატურის განცხადებაში.

როგორც სუმის ოლქის პროკურატურაში აცხადებენ, დაშავებულია სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.