რუსეთმა ხარკოვზე თავდასხმა დრონებით განახორციელა - დაჭრილია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი

რუსებმა ხარკოვის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს

რუსეთმა ხარკოვზე თავდასხმა დრონებით განახორციელა. შემთხვევის შედეგად დაჭრილია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ორ დასახლებაში განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები და მეურნეობები. აფეთქებებია ნიკოლაევის და პოლტავის რეგიონებშიც. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ამავე დროს მოსკოვის ოლქში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე აფეთქებების შესახებ იტყობინება რუსეთის დედაქალაქის მერი.

ამავე საკითხზე ინფორმაციას ავრცელებენ რუსული ტელეგრამა-არხებიც. მათი ცნობით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ზელენოგრადში, რომელიც მოსკოვის ცენტრიდან 37 კმ-ში მდებარეობს, სულ მცირე ხუთი აფეთქება იყო. დაზიანებულია ტექნოპარკის შენობა.

დრონებით შეტევის გამო მუშაობა შეაჩერეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოსვკის აეროპორტებმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება 33 უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ.