წყალი 36 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1790191248
რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის გამოც პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა, ხოლო სახმელეთო ძალები მზადყოფნაში გადაიყვანა.
ინფორმაციას „ბიბისი“ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის სამხედრო უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების Mi-8-ის ტიპის ვერტმფრენი ქალაქ ბრანიევოს ჩრდილოეთით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე შეიჭრა და იქ 42 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.
„ინციდენტის ხასიათი მიუთითებს, რომ რუსეთი კვლავ ამოწმებს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზადყოფნას. პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეკიპაჟები სადღეღამისო რეჟიმში აკვირდებიან საჰაერო სივრცეს და მუდმივ მზადყოფნაში რჩებიან, რათა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება უზრუნველყონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.