რუსეთის ფედერაციის პირველმა გენერალურმა პროკურორმა შვილი, ბინაში გარდაცვლილი იპოვა

გენპროკურორი

რუსეთის ყოფილი გენერალური პროკურორის, ვალენტინ სტეპანკოვის შვილი მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მამამ იპოვა, რომელიც 1991-1993 წლებში მაღალ სამთავრობო პოსტს იკავებდა და გახდა რუსეთის ფედერაციის პირველი გენერალური პროკურორი.

MK.Ru ვებსაიტის ცნობით, ყოფილმა სახელმწიფო მოხელემ თავისი ვაჟი, დენის სტეპანკოვი, 14 აპრილს, კვირას, 13:15 საათზე, დუბინინსკაიას ქუჩაზე მდებარე ბინაში სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვა. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივია.