რუსეთი უარყოფს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუ დასავლეთი არ შეწყვეტს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას - პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უარყოფს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუ დასავლეთი არ შეწყვეტს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას.

პესკოვის თქმით, კრემლი ამ ინიციატივის განხორციელებას შეუძლებლად მიიჩნევს, ვიდრე „ფრონტებზე რუსეთის ჯარები შეტევას ახორციელებენ და ამას საკმაოდ თავდაჯერებულად აკეთებენ“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზავის პერიოდში უნდა შეწყდეს დასავლური შეიარაღების მიწოდება შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

„ეს უკრაინისთვის უპირატესობა იქნება. უკრაინა გააგრძელებს სრულ მობილიზაციას, ახალ ჯარებს გადაისვრის წინა ხაზზე. ის ამ დროს გამოიყენებს ახალი სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებლად და მათთვის დასვენების მისაცემად, ვინც უკვე იბრძვის. რატომ უნდა მივცეთ უკრაინას ასეთი უპირატესობა?“ - განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.