1772138153
რუსეთ-უკრაინას შორის, კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები, ჟენევის შემდეგ, მარტში, აბუ-დაბიში გაიმართება
ჟენევაში რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებები, ამ ეტაპზე, დასრულებულია. შეხვედრები ორ ფორმატში გაიმართა.
უკრაინის დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. შემდეგ უკვე გაიმართა სამმხრივი შეხვედრა შტატებისა და შვეიცარიის მონაწილეობით.
მოლაპარაკებების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ მიმართულებასა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის მექანიზმებს.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მომდევნო შეხვედრა მარტში აბუ-დაბიში გაიმართება.












