გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მოლდოვაზე თავდასხმის საფრთხეს ვერ ხედავს.
მისი თქმით, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას გაუწევს, არ არსებობს რისკი, რომ მოლდოვა თავდასხმის ქვეშ მოექცეს.
„მოლდოვას მხოლოდ ორი მეზობელი ჰყავს: უკრაინა და რუმინეთი. საბედნიეროდ, მას უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, რაც ნიშნავს, რომ მოლდოვაზე თავდასხმა ამ მხრიდან არ მოხდება. მით უმეტეს, არ მოხდება რუმინეთიდან, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყანაა. შესაბამისად, ვიდრე უკრაინა წინააღმდეგობას წევს, ამის საფრთხე არ არსებობს“, – აცხადებს რუმინეთის პრეზიდენტი.
ამასთან, ნიკუშორ დანი მიიჩნევს, რომ მოლდოვის არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში, დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების საფრთხე იარსებებდა.
ცნობისთვის, მანამდე რუმინეთის არმიის მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუმინეთი, როგორც მოლდოვის ახლო მოკავშირე, მზადაა, დაეხმაროს მას, თუ ქვეყანა რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი გახდება.