აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და სატვირთო მანქანებს შეეჯახა - არის მსხვერპლი
1760460307
ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლიეშვილსა და გიგა ბოკერია მიმარტავს და ბლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო უპირისპირდება:
„Tamara Chergoleishvili, გიგა ბოკერია, რეებს აკეთებთ, სადამდე დაეცით, რის ფასად შვებით ამას?
ასე როგორ დაგაკომპლექსათ ბაჩო ახალაიამ, რომ ყველა მიმალულმა ტვინის გადახრამ ერთდროულად გაგისხათ.
კი ვიცი, “ბავშობიდან”რომ ებრძვით და წარმატებულადაც, მაგრამ ახლა აღმოაჩინეთ, რომ თურმე ვერ მოერიეთ?!
“მოწმედ არ გამოვდგები” კი არა, ღია ტექსტით ხიხოსტანის პროკურორებად იქეცით.
დაეწიეთ და გაასწარით კობახიძე-წულუკიანს აღვირახსნილ რევანშში.
დედაა, რას გავხართ, ნეტავ იცოდეთ!
P.S. ზოგადად, ძალიან ვერიდები იმ ადამინების შეჩვენებას, ვისაც კარგად ვიცნობდი, მაგრამ ამის გატარება უბრალოდ თვითშეფასებას დამიქვეითებს.
ასე რომ, მიდით! მზად ვარ თქვენი ბილწსიტყვაობა ვისმინო კი არა, გავატარო.
ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილი კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, ბაჩო ახალაიას მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.
მან განაცხადა რომ 4 ოქტომბრის სცენარს სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განიხილავდნენ და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.
გამოკითხვაზე შესვლამდე, ჩერგოლეიშვილმა განცხადება გააკეთა:
„უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა რევოლუციონერებმა, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას. მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს - დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს. არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საქმეს და კონკრეტულად ამ აფერაში მის მონაწილეობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში, ნებისმიერი, საქმეში ჩახედული გონიერი ადამიანისთვის, იგივე იქნებოდა ცნობილი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციებიდან. უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას საჯარო განცხადებებიდან," - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.