„39 გრადუსამდე სიცხეს არ სჭირდება დამწევი" - პედიატრი, თემურ მიქელაძე

თემურ მიქელაძე

მედიკამენტები და სიცხის დაწევის სხვა საშუალებები - თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო", პედიატრი, თემური მიქელაძე საუბრობს:

„ყველა ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ცხელება. ცხელება ეს არის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია. თუ ჩვენ ვიცით, რომ ბავშვს ცხელების გამო რამე პრობლემა არ შეექმნება (დავუშვათ არ აქვს რამე თანდაყოლილი პათოლოგიები,) მაშინ ასეთ დროს ტემპერატურასაც არ სჭირდება ბრძოლა და 39 გრადუსამდე არ უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი საშუალება. თუ ბავშვი იტანს ტემპერატურას, საერთოდ არ სჭირდება. თვითონ უნდა ებრძოლოს. მთავარია, რომ დიაგნოზი ვიცოდეთ. თუ იქ არის ბაქტერიული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, პნევმონია - იქ აუცილებლად საჭიროებს ანტიბიოტიკოთერაპიას. ის სიცხე უკვე მისთვის დამაზიანებლი იქნება".