რუბიოს განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია

მარკო რუბიო

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამერიკა ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პროგრესი მიღწეულია.

აშშ-ის პირველმა დიპლომატმა არ თქვა, თუ კონკრეტულად ვისთან აწარმოებს ამერიკული მხარე მოლაპარაკებებს.

„არსებობენ შუამავალი ქვეყნები, რომლებიც შეტყობინებებს გადასცემენ. პროგრესი მიღწეულია. ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ“, - განაცხადა რუბიომ.

ამერიკის პირველი დიპლომატის განცხადებით, მოლაპარაკებები უწყვეტი და ცვალებადი პროცესია.