რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 7 წლის განმავლობაში – ასტროლოგის მიმართვა
1779472897
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ იგი არ ადგენს ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების განრიგს, თუმცა „ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ამ ადმინისტრაციის პირველივე დღიდან დაიწყო“.
იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ამაში გასაკვირი არაფერია“, თუმცა დასძენს, რომ „ესმის, თუ რატომ იწვევს ეს გარკვეულ ნერვიულობას“.
„მაგრამ, ვფიქრობ, არსებობს ფართო აღიარება იმისა, რომ ევროპაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, საბოლოო ჯამში იმაზე ნაკლები ამერიკელი ჯარისკაცი იქნება, ვიდრე ისტორიულად იყო“, - აცხადებს იგი.
ამასთან, იგი მიუთითებს, რომ 5 000 ჯარისკაცის გაყვანის გეგმის გამოცხადების შემდეგ „გერმანელებს პანიკა არ აუტეხავთ“, „რადგან მათ იცოდნენ, რომ ამით უბრალოდ 2022 წლის მაჩვენებლებს ვუბრუნდებოდით და ეს... იქ ჩვენი მთლიანი წარმომადგენლობის 11 ან 12%-ზე ნაკლებით შემცირებას ნიშნავდა“.