„როიტერი” - საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ირანს აფრთხილებენ, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პროგრესის გარეშე გაერო-ს სანქციებს აღადგენენ

Axios: ისრაელი ირანის ნავთობის ობიექტების დაბომბვას აპირებს

ევროპელები ირანს აფრთხილებენ, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პროგრესის გარეშე გაერო-ს სანქციებს აღადგენენ, – ამის შესახებ „როიტერი” წერს.

საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ირანს განუცხადეს, რომ სურთ თეირანმა დაუყოვნებლივ განაახლოს დიპლომატია თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ და გააფრთხილეს, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, კონკრეტული ნაბიჯების გარეშე, ისინი აღადგენენ გაერო-ს სანქციებს.

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან. ზარის შემდეგ, ფრანგი დიპლომატიური წყაროს განცხადებით, მინისტრებმა ირანს მოუწოდეს დაუყოვნებლივ განეახლებინა დიპლომატიური ძალისხმევა ხანგრძლივი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად.

წყარომ არ განმარტა, რა იგულისხმებოდა კონკრეტულ პროგრესში. დიპლომატები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაშიც კი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა აგვისტოს ბოლომდე არარეალისტურია.