როგორ გამოიყურება ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქი, რომელმაც ადამიანები ბირთვული ომის შემთხვევაში უნდა დაიცვას

თავშესაფარი

შვეიცარიელები მსოფლიო ლიდერები არიან ბირთვული თავშესაფრების რაოდენობით; შვეიცარიის ფედერალური კანონის 45-ე და 46-ე მუხლების მიხედვით სამოქალაქო თავდაცვის შესახებ, თითოეულ მცხოვრებს უნდა ჰქონდეს დაცული ადგილი, თავშესაფარი, სადაც საცხოვრებელი სახლიდან სწრაფად შეძლებს მოხვედრას.

საცხოვრებელი კორპუსების მფლობელებს ყველა ახალ საცხოვრებელში თავშესაფრების აშენება და აღჭურვა მოეთხოვებათ. პირველი კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, 1963 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ ყველა აშენებულ შენობას უნდა ჰქონოდა ბირთვული თავშესაფარი სარდაფში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისტორიულ სახლებს კი, რომლებშიც თავშესაფრების აშენება შეუძლებელია, აღნიშნული სივრცე  უშუალო სიახლოვეს უნდა ჰქონდეს.

თავშესაფრებში საკმაო მიწისქვეშა სივრცეა საიმისოდ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 115 პროცენტი შეიფაროს.

დღესდღეობით ეს ობიექტი კვლავ აქტიური თავშესაფარია, მაგრამ ის გათვლილია მხოლოდ 2000 ადამიანის შესაფარად და არა 20000-ის, როგორც ადრე.