Reuters: პალესტინის აღიარებას მალტაც აპირებს

რობერტ აბელა

პალესტინის აღიარებისთვის ემზადება მალტაც. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მალტის პრემიერ-მინისტრის, რობერტ აბელას თქმით, ოფიციალურ განცხადებას ის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთებს.

„ჩვენი პოზიცია განასახიერებს ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევისადმი“, - განაცხადა მალტის პრემიერმა.

Reuters-ის ინფორმაციით, მალტის მთავრობა მნიშვნელოვან წნეხს განიცდიდა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მოთხოვნით. ივლისის შუა რიცხვებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ოპოზიციამ პალესტინის სახელმწიფოს დაუყოვნებლივ აღიარება მოითხოვა.