Reuters: აშშ-მა მექსიკასთან და კანადასთან სავაჭრო შეთანხმების განახლებაზე უარი თქვა

აშშ მექსიკა და კანადა

აშშ-მა მექსიკასთან და კანადასთან სავაჭრო შეთანხმების განახლებაზე უარი თქვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების (USMCA) გაგრძელებაზე, რის შემდეგაც მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 - წლიანი პერიოდი ამოქმედდა.

სავაჭრო შეთანხმება ძალაში კიდევ 10 წლის განმავლობაში დარჩება, მაგრამ მისი ყოველწლიური გადახედვა მოხდება, ვიდრე მოქმედების ვადა არ ამოიწურება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამივე ქვეყანა გარკვეული ცვლილებებით შეთანხმების პირობების განახლებას დათანხმდება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ში სამუშაო ადგილების დაბრუნებისა და მეზობლებთან სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა სურს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა განაცხადა, რომ აშშ შეთანხმების საკითხზე მექსიკასთან და კანადასთან მუშაობას გააგრძელებს.