„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
PlayStation-ის თამაშები 2028 წლიდან დისკებზე აღარ გამოვაკომპანია Sony-მ განაცხადა, რომ 2028 წლის იანვრიდან შეწყდება დისკების წარმოება ყველა ახალი თამაშისთვის, რომლებიც PlayStation-ის კონსოლებზე გამოვა. ანონსის ტექსტის მიხედვით, ეს ეხება არა მხოლოდ თავად კომპანიის პროექტებს, არამედ სხვა გამომცემლების თამაშებსაც. მათი შეძენა მხოლოდ ციფრულ ფორმატში იქნება შესაძლებელი - PlayStation Store-ის მაღაზიაში ან საცალო გამყიდველებისგან კოდების სახით.
პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ კომპანიის ამ გადაწყვეტილებას გავლენას არ ექნება იმ თამაშებზე, რომლებიც უკვე გამოვიდა ან რომელთა რელიზიც 2028 წლის დასაწყისამდე იგეგმება. ისინი კვლავინდებურად ხელმისაწვდომი იქნება დისკებზე.
Sony-მ თავისი გადაწყვეტილება მომხმარებელთა შეცვლილი გემოვნებით ახსნა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მთელი გასართობი ინდუსტრია თანდათანობით ფიზიკური მატარებლებიდან ციფრულ ფორმატებზე გადადის.