შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის წინააღმდეგი არ არის, მთავარია, ახალ ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აშშ-თან, ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. როგორც ტრამპმა აღნიშნა, არ ღელავს იმაზე, გახდება თუ არა ირანი დემოკრატიული სახელმწიფო.
"ირანი აღარ არის იგივე ქვეყანა, როგორიც ერთი კვირის წინ იყო. ერთი კვირის წინ ისინი ძლიერები იყვნენ, ახლა კი ისინი მართლაც ნეიტრალიზებული არიან," – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ის ღია იყო ირანში რელიგიური ლიდერის არსებობის საკითხში.
"რელიგიური ლიდერების წინააღმდეგი არ ვარ. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ფანტასტიკური არიან. მე ვამბობ, რომ უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სამართლიანი იქნება და კარგ საქმეს გააკეთებს. კარგად მოეპყრობა აშშ-სა და ისრაელს, ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს – ისინი ყველა ჩვენი პარტნიორები არიან", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.