როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
რეალობას უნდა შევხედოთ, ბრექსიტმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
სტარმერის თქმით, ბრიტანეთისთვის საჭირო ეკონომიკური ხედვა არის ღია ეკონომიკა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ სვლა და უნდა ვიყოთ მზად, რომ ამისთვის კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს. ეს ეხება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს მთელ მსოფლიოში და როგორც თქვენ ეს უკვე ნახეთ ამ მთავრობასთან მიმართებაში, შეთანხმებები უნდა დაიდოს, თუ ურთიერთობების დამყარებას აპირებ. ეს არის ის, რაც გავაკეთეთ აშშ-თან, ინდოეთთან და ევროკავშირთან“, – თქვა სტარმერმა.