აშშ-სა და რუსეთში არ სურთ პოლონეთის ჩართულობა მოლაპარაკებებში - დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-სა და რუსეთში არ სურთ პოლონეთის ჩართულობა მოლაპარაკებებში. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტუსკს ჟურნალისტმა ჰკითხა პოლონეთის როლზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

„არ მსურს არასასურველი ემოციების გამოწვევა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ვაშინგტონსა და რა თქმა უნდა, მოსკოვში არავის სურს პოლონეთის ყველგან და ყოველთვის ჩართულობა. ამას კომპლიმენტად ვიღებ როგორც ჩემთვის, ისე პოლონეთისთვის. აღარ გავაგრძელებ, ვიდრე ზედმეტს ვიტყვი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.