მერცი: არანაირი გადაწყვეტილება უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებით უკრაინელებისა და ევროპელების გარეშე

ფრიდრიხ მერცი

ევროპელები უკრაინისთვის „კარნახით დადებულ მშვიდობას“ წინ აღუდგებიან, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.

გერმანიის ლიდერმა, რომელმაც სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინელ, ფრანგ, ბრიტანელ და პოლონელ კოლეგებთან, ხაზგასმით აღნიშნა დასავლეთის ერთიანი პოზიცია კონფლიქტის მოგვარების საკითხში.

„ჩვენ მივყვებით მკაფიო ხაზს: არანაირი გადაწყვეტილება უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებით უკრაინელებისა და ევროპელების გარეშე, არანაირი კარნახით დადებული მშვიდობა უკრაინის ზურგს უკან, არანაირი დასუსტება ან გაყოფა ევროკავშირსა და ნატოში“, - განაცხადა მერცმა.