ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1776628283
ფლორიდელმა ექიმმა ოპერაციის დროს პაციენტს ელენთის ნაცვლად ღვიძლი ამოუღო. პაციენტს სისხლდენა განუვითარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
44 წლის თომას შაკნოვკსის პაციენტი 70 წლის უილიამი იყო, რომელსაც ელენთასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ოპერაცია დასჭირდა. თუმცა ოპერაციის მიმდინარეობისას ექიმმა შეცდომით ღვიძლი ამოიღო, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა და ელენთასთან შედარებით სრულიად განსხვავებული ზომისა და ფუნქციისაა.
ექიმს მეორე ხარისხის უნებლიე მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და უოლტონის ოლქის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ის სასამართლოს პირველ სხდომას ელოდება.