1769941637
ქარბუქის გამო აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა
ამერიკაში შტატ მეინში კერძო თვითმფრინავი Bombardier Challenger 650 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ძლიერი ქარბუქის ფონზე მოხდა. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ინციდენტი ბანგორის აეროპორტიდან აფრენის დროს მოხდა. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების, დაშავებულების ან კატასტროფის მიზეზების შესახებ.
მეინის შტატში ტემპერატურა ნულს ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო ინტენსიური თოვლი ხილვადობას მკვეთრად ამცირებს.












