ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
1751632913
ვიქტორია ნასიროვამ საკუთარ კოსმეტოლოგს, ოლგა ტსვუკს სახლში მიაკითხა და მოწამლული ჩიზქეიქი მიუტანა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ოლგამ ნამცხვარი შეჭამა და ცუდად გახდა, ნასიროვამ გონდაკარგულ ქალს პასპორტი და საბუთები მოპარა, რომლებიც აშშ-ში მუშაობის უფლებას აძლევდა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი, მეორე დღეს მეგობარმა იპოვა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. პოლიციამ კი გაარკვია, რომ წარმოშობით უკრაინელი მსხვერპლი ნასიროვას ფიზიკურად ჰგავდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ქალმა მისი მოკვლა და საბუთების მითვისება.
ნასიროვა, რომელსაც მეზობლის მკვლელობისთვის რუსი სამართალდამცველებიც ეძებენ, ციხეში 21 წელს გაატარებს.